კონიაში გაქცეული სამხედროები დააკავეს

15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ძებნილი სამხედროები კონიაში დააკავეს

552160
კონიაში გაქცეული სამხედროები დააკავეს

ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ძებნილი პოლკოვნიკი ნები გაზნელი და პოლკოვნიკი მუსლუმ კაია კონიაში დააკავეს.

გაქცევაში მყოფი სამხედროების კონიაში აღმოჩენის შემდეგ პოლიციის ჯგუფებმა ოპერაცია ჩაატარეს და გაზნელი და კაია კონიის დაბა სელჩუკლუს იაზირის უბანში ნაქირავებ სახლში დააკავეს.

დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები 2 დღე კონიაში იმყოფებოდნენ, საიდანაც სტამბოლში ჩასვლას და იქედან კი ეგვიპტეში გაქცევას გეგმავდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის TRT-ს დაკავებისა და სტამბოლის ბოღაზიჩის ხიდზე ხალხისათვის ცეცხლის გახსნის მითითება გასცეს.



მსგავსი ინფორმაციები