„დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი

იენიქაფის მოედანზე გამართულ „დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგს თურქეთის ოთხივე კუთხიდან ჩასული მოქალაქეები დაესწრნენ

547426
„დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი

სტამბოლში იენიქაფის მოედანზე გამართულ „დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგს თურქეთის ოთხივე კუთხიდან ჩასული მოქალაქეები დაესწრნენ.  ამ მიტინგს სხვადასხვა პროვინციებსა და ქალაქებში გამართული მიტინგებით დაუჭირეს მხარი. 

ანკარაში, ქიზილაის მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა „ერთობისა და თანადგომის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც აქ დადგმული გიგანტური ეკრანით სტამბოლში იენიქაფის მოედანზე მიმდინარე მიტინგში ცაერთვნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ მოქალაქეებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და ყურანს მოუსმინეს.

ამგვარივე აქცია გაიმართა იზმირში ქონაქის მოედანზე, შანლიურფაში რაბიას მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ წარმოშობით თურქი, არაბი, ქურთი მოქალაქეები ასევე სირიელი დევნილებიც.

მიტინგი ჩატარდა ასევე ანტალიის ჯუმჰურიეთის მოედანსა და ჩორუმის ჰურიეთის მოედანზე.  მიტინგებში მონაწილეებმა დაღუპული გმირებისთვის და თურქეთის მომავლისათვის ერთად ილოცეს.



მსგავსი ინფორმაციები