მიტინგზე სიტყვით პირველი ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი გამოვიდა

სტამბოლში დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი მიმდინარეობს

547000
მიტინგზე სიტყვით პირველი ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი გამოვიდა
meclis başkanı kahraman.jpg
kılıçdaroğlu.jpg
hulusi akar.jpg
binali yıldırım.jpg
bahçeli.jpg

სტამბოლში დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი მიმდინარეობს.

მილიონობით ადამიანმა იენიქაფის მოედანზე შეკრება დილით ადრე დაიწყო და პიკს პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მისვლით მიაღწია.

მილიონობით ადამიანს მიტინგზე მიესალმა პრემიერმინისტრი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივანი ბინალი ილდირიმი, რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ეროვნული მოძრაობის პარტიის გენერალური მდივანი დევლეთ ბაჰჩელი.

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამე სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილისა და ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზმა დაღუპული 240 გმირთა სულებისათვის ილოცა.  

მიტინგზე სიტყვით პირველი ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი გამოვიდა.

ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ 15 ივლისს  სიამაყით უყურებდა თურქეთის აღზევებასა და იმას, თუ ერმა როგორ მიხედა საკუთარ ბედს.

ბაჰჩელის განცხადებით, 15 ივლისი ახალი შემოჭრის მცდელობა იყო და დაამატა: „სასტიკნი იმპერიალიზმის მაშანი ამჯერად თურქი სამხედროების ფორმაში გამოეწყვნენ. ხოჯისა და მეცნიერის შესახედაობის ტერორისტმა მკვლელ ორგანიზაციას თურქეთისათვის სროლის ბრძანება მისცა.“

ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერის თქმით, იმ დღეს ტანკებს წინ ეროვნული სინდისი აღუდგა, იმ ღამეს თურქმა ერმა ტყვიებისკენ ისე იარა როგორც ვარდების ბაღისკენ.



მსგავსი ინფორმაციები