ქალინი: რუსეთთან ერთად სირიის კრიზისის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძებნა გვსურს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად სირიის კრიზისის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძებნა სურთ

545776
ქალინი: რუსეთთან ერთად სირიის კრიზისის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძებნა გვსურს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად სირიის კრიზისის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძებნა სურთ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასის კორესპონდენტთან საუბარში იბრაიმ ქალინმა დასძინა „ამ საკითხზე ყოველთვის რუსეთთან თანამშრომლობის გზებს ვეძებდით, უსაფრთხო მომავლისა და სირიაში პოლიტიკური გარდამავალი პროცესის მოკლე დროში დასასრულებლად რუსეთთან თანამშრომლობა გვინდა.“

ქალინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და თურქეთმა 2015 წლის სექტემბერში ჯერ სოჭში შემდეგ მოსკოვში გამართული უმაღლესი რანგის შეხვედრებით სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის შექმნას საძირკველი მოუმზადეს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ასევე შეეხო 9 აგვისტოს სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს შორის გასამართ შეხვედრას და დასძინა, რომ შეხვედრის მთავარი თემები ორმხირივი ურთიერთობები, სირიის კრიზისი და ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.

ორ ქვეყანას შორის საერთო პროექტებზე დასმულ შეკითხვაზე ქალინმა დასძინა: „ანკარა მოსკოვთან ახლო თანამშრომლობას ყველა სფეროში აგრძელებს. ასევე მოხდება მუშაობა ახალ პროექტებზე. აქ მნიშვნელოვანია გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები ემსახურებოდეს ორივე ქვეყნის ინტერესებს და რეგიონალური და გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის გზების ძებნას.“



მსგავსი ინფორმაციები