მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის დელეგაცია ამერიკაში შეხვედრებს განაგრძობს

დელეგაცია, დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ს თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს ნიუ-იორკში გაემგზავრა

544919
მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის დელეგაცია ამერიკაში შეხვედრებს განაგრძობს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ თაჰა ოზჰანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უკმაყოფილოა ფეტულას ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) ერთად ხსენების გამო.

თაჰა ოზჰანის თავმჯდომარეობით მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის დელეგაცია ამერიკაში შეხვედრებს განაგრძობს. დელეგაცია, დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ს თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩაატარებს შეხვედრებს.

ოზჰანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში დელეგაციამ შეხვედრებზე გიულენის ექსტრადირების საკითი დააყენა დღის წესრიგში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების ღრმა ისტორია და ფასი კარგად იციან.

თაჰა ოზჰანის თქმით, როგორც მთავრობის ასევე ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს FETÖ-ს საფრთხეს და ამ თემაზე მოპასუხე მხარემ საკითხის სერიოზულობის გაგება დაიწყო.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #კომისია , #მეჯლისი , #დელეგაცია

მსგავსი ინფორმაციები