პრეზიდენტის პრესსპიკერის მორიგი სტატია Daily Sabah-ში

პრეზიდენტის პრესსპიკერის მორიგი სტატია Daily Sabah-ში

544325
პრეზიდენტის პრესსპიკერის მორიგი სტატია Daily Sabah-ში

პრეზიდენტ ერდოღანის გენერალური მდივნის მოადგილემ და პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა ინგლისურენოვან გაზეთ Daily Sabah-სათვის გაგზავნილ სტატიაში, რომლის სახელწოდებაც არის, “პუტჩის შემდგომი ახალი პოლიტიკური კონსენსუსი თურქეთში“ აღნიშნავს, რომ ფეტულას ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს მხრიდან 15 ივლისს განხორციელებული პუტჩის მცდელობა თურქეთის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ბნელი ღამე.

მაგრამ, ეს ყველაზე ბნელი ღამე გაანათა და ბრწყინვალე დღედ გადააქცია თურქი ხალხის გმირულმა წინააღმდეგობამ, რადგან ამ ამბოხის შემდეგ  თურქეთის დემოკრატიის თვალსაზრისით სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში  პირველი კონსენსუსი მოხდა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.

“ეს კონსენსუსი ყველა შიდა და გარე საფრთხეების საწინააღმდეგოდ დემოკრატიის, თავისუფლების და  კანონის უზენაესობის დაცვასაც ეხება. დიახ, 15 ივლისის ღამეს განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, კონფესიისა, სქესისა, წლოვანებისა, კლასისა, დიდ-პატარიანად მილიონობით ადამიანი გამოვიდა მოედნებზე და დაიცვეს როგორც დემოკრატიული უფლებები, ასევე ამავე ხალხის ნებით არჩეული ხელისუფლება, ე.ი. ხალხის ნება. ამის კვალდაკვალ, 25 ივლისს, ერდოღანმა პირველად მოუწყო ანკარის ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებს, რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ს ლიდერ ქემალ ქილიჩდაროღლუს და ეროვნული მოძრაობის პარტიის, MHP-ს ლიდერ დევლეთ ბაჰჩელის და ერთად განიხილეს პუტჩის შედეგები და მომავალი განვითარების გზებიც დასახეს. მომდევნო დღეს, ე.ი. 26 ივლისს უკვე ქილიჩდაროღლუმაც და ბაჰჩელიმაც მოუწოდეს ამერიკას, ფეტოს ტერ ორგანიზაციის ლიდერი ფეტულა გიულენი აუცილებლად გადმოსცენ თურქეთს, რათა პასუხი აგოს გადატრიალების მოწყობისათვის. პოლიტიკური პარტიების ასეთ ერთსულოვნებას კი დიდი მხარდაჭერა მოჰყვა ხალხში“ - აღნიშნა ქალინმა

ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკა გიულენის ექსტრადაციის საკითხში ანკარასთან ითანამშრომლებს“

ამ კონსენსუსისადმი ზერელე დამოკიდებულება და მისი უგულვებელყოფა ამერიკის ან ევროკავშირის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება, წერს ქალინი და ამატებს: “თურქი ხალხის უდიდესი ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ ამერიკა გიულენს თავისი ეროვნული ინტერესების მიზნით იყენებს და ამიტომ არ ეუბნება უარს თავშესაფარზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ამერიკა გიულენის ექსტრადაციის საკითხში ანკარასთან ითანამშრომლებს, რადგან ამჟამად გიულენი და მისი მოძრაობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თურქეთის უშიშროებას, არამედ ამერიკისაც, რამეთუ მის სკოლებში დიდი უკანონობები ხდება, ხოლო ამასთან ერთად სავიზო თაღლითობისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებითაც რიგი გამოძიებები გრძელდება. თუ გიულენის მხრიდან ამერიკის სისტემის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება მოხდება, მაშინ უამრავი ადამიანი იფიქრებს, რომ ხსენებული ქვეყანა სწორედ რომ მხარს უჭერს მას და ამიტომ არ ახდენს მის ექსტრადაციას. ეს კი საბოლოო ჯამში უარყოფით ზეგავლენას იქონიებს მეგობარი და პარტნიორი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე რა, თურქეთში გაიზრდება ანტი ამერიკული განწყობილება“, წერს ქალინი. 

"ზოგიერთები იმდენად შორს მიდიან, რომ თითქოსდა პუტჩი ჩვენ თვითონ მოგვეწყოს და ამაში გვადანაშაულებენ კიდეც"

ქალინმა 15 ივლისის შემდეგ, დაკავებული ფეტოელების ჩვენებები შემდეგი სახით ჩამოთვალა: გენ-შტაბის უფროსმა ჰულუსი აქარმა პროკურორებს უთხრა, რომ მისი ტყვედ ამყვანებიდან გენერალ ლეიტენანტმა ჰაქან ევრიმმა, იმისათვის, რომ პუტჩთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოეცვალა, წინადადება შესთავაზა დაალაპარაკოს ფეტულა გიულენს.

აქარის თანაშემწემ პოდპოლკოვნიკმა ლევენთ თურქქანმა პროკურორებს განუცხადა, რომ იგი არის FETÖ-ს წევრი და ბრძანებებს იღებს ორგანიზაციის „ბაზად“ წოდებული უფროსებისგან.  პუტჩის დაწყებიდან ერთი დღის წინ, 14 ივლისს შეიტყო, რომ ორგანიზაციაში წარმოებს აბსოლუტური კონფიდენციალურობის ზომები.

სტამბოლის მეორე დაჯავშნული ბრიგადის გენერალის ოზქან აიდოღდუს განცხადებით, მან გააგზავნა ხიდებზე ტანკები და სამხედრო გაერთიანებები.  განკარგულებების დამორჩილებისთვის გამოიზარდა და შეეცადა მის შესრულებას. შეასრულა ბრძანება, რომლის კანონიერებაშიც იყო დარწმუნებული.

საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი სპეციალისტის ქემალ იშიქლის განცხადებით,  FETÖ-ს იერარქიაში მსახურობდა „უფროსი ძმის“ მოვალეობის შემსრულებლად  და ხელმძღვანელობდა მარმარისის სასტუმროზე, სადაც პრეზიდენტი რჩებოდა, თავდასახმელად გაგზავნილ სპეცდანიშნულების რაზმს.

ანკარის საოლქო ჟანდარმერიის სარდლობის დაზვერვის განყოფილების გამგის მაიორის ერჰან ქარლიდაღის ცნობით, მან მოახდინა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. მომზადებულ იქნა 3 ათას კაციანი სია და მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 2016 წლის უმაღლესი სამხედრო საბჭოზე მოხდებოდა მათი სამსახურებიდან განთავისუფლება.

უმცროსი ოფიცერის ოღუზ ჰაქსალის განცხადებით,  პუტჩის მცდელობის დროს, დარბევა მოაწყვეს ერთ-ერთ კლუბზე, საჰაერო ძალების სარდლის აბიდინ უნალის და სხვა 8 გენერალის მძევლად აყვანის მიზნით. იგი განხორციელდა FETÖ-ს აგენტის, უმცროსი ლეინტენანტის ილმაზ ბაჰარის განკარგულებით.  

ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილის გურსელ აქთეფეს ცნობით, პუტჩის განხორციელება შეუძლებელია გიულენის ბრძანების და მითითების გარეშე. აქთეფემ ისიც აღიარა, რომ 'Tango“-ს მეშვეობით მიიღეს მესიჯი, რომელშიც ნათქვამი იყო:-პუტჩი ეწყობა და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახლოს იყავით თქვენს ყოფილ სამსახურებთან და კონტაქტი დაამყარეთ მეჰმედთან“

ქალინმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 15 ივლისს, თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების საშინელების და თურქი ხალხის FETÖ-ს ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმართული მამაცური ბრძოლა ჯერაც სრული მნიშვნელობით ვერ გაუთვითცნობიერებიათ ამერიკელებს და ევროპელებს.

თურქეთისთვის მხარდაჭერის მაგივრად, ევროკავშირის უფლებამოსილები, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხში რჩევებს იძლევიან. "ზოგიერთები, აჭარბებენ და ჩვენ გვადანაშაულებენ თითქოსდა ჩვენ მოგვეწყოს სახელმწიფო გადატრიალება"

„დასავლურმა ქვეყნებმა მეამბოხეთა შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს“

ქალინმა აღნიშნა: „თურქეთი გაკვირვებული და იმედგაცრუებულია იმით თუ დასავლელმა მოკავშირეებმა მრავალი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობით დასრულებული აღკვეთილი გადატრიალების მცდელობის სერიოზულობა და დემოკრატიისათვის შექმნილი დიდი საფრთხე, როგორ უმნიშვნელოდ წარმოაჩინეს. დასავლურმა ქვეყნებმა გადატრიალების მცდელობა დაგმეს, თუმცა მეამბოხეთა შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრის ან უმაღლესი რანგის უფლებამოსილის 15 ივლისის შემდეგ თურქეთში ვიზიტით არ ჩამოსვლა მათი დიდი სირცხვილია.“

ქალინის თქმით, FETÖ-ს თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობით დასრულდა. FETÖ, PKK-ს მსგავსად ევროპისა და ამერიკის პოლიტიკურ და საკანონმდებლო სისტემას საკუთარი თავის დასაცავად ბოროტად იყენებს რა ეს უნდა დასრულდეს და ხალხს სამართლიანობა სურს.

 „88 ათასიანი აღმოსავლეთ გერმანიის არმიიდან ყველა გენერალი და ადმირალი დაითხოვეს“

ქალინმა სტატიაში ასეთი შეფასებები მოიყვანა:

„გიულენისტების სახელმწიფო დაწესებულებებიდან გათავისუფლება 1990 წელში აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების დროს ცნობლი 'Einigungsvertrag'-ის პროცესისგან ბევრად განსხვავებული არ არის. ამ შეთანხმებით დაახლოებით 500 ათასი აღმოსავლეთ გერმანელი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან დაითხოვეს ან ჩამოაშორეს. ექვსი თვის შემდეგ ამ მოხელეების უმრავლესობა სამსახურიდან დაითხოვეს. გაერთიანებიდან მოკლე დროის შემდეგ 88 ათასიანი აღმოსავლეთ გერმანიის არმიის ყველა გენერალი და ადმირალი გაათავისუფლეს. მხოლოდ მცირე ნაწილს დაბალი რანგის სამხედროს მისცეს უფლება ახალი გერმანიის არმიაში გაწევრიანებულიყო. სახელმწიფო მოხელეებთან და სამხედროებთან ერთად მრავალი მეცნიერი, მასწავლებელი, დიპლომატი და ჟურნალისტი გერმანიის სახელმწიფომ აღმოსავლეთ გერმანიის ძველ რეჟიმთან კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. გერმანელმა უფლებამოსილებმა ეს საგანგებო ზომები გაერთიანებულ გერმანიაზე რბილი გადასვლის პროცესის უზრუნველსაყოფად გაატარეს. თურქეთმა სულ ახლახანს გადაიტანა გადატრიალების მცდელობა და ამჟამად მომაკვდინებელი შედეგებისგან თავის დაღწევას ცდილობს. მათ, ვინც თურქეთში დემოკრატიას ჭეშმარიტად მნიშვნელობას ანიჭებენ, ქვეყნის ბრძოლას მეამბოხეებისა და გულენის მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭიროს. ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილი საზოგადოებრივი თანხმობა თურქული დემოკრატიის კუთხით ძლიერების წყაროა.“

ქალინმა მიანიშნა, რომ მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით მომავალში გადატრიალების მცდელობების აღსაკვეთად ახალი სტრუქტურულ რეფორმებს გაატარებს. „ეს ზომები უზრუნველყოფს იმას, რომ თურქეთში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები თურქეთში მართვისა და დემოკრატიის მთავარი ღირებულება იქნება. ეს იქნება გზა იმისათვის რათა15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მსგავსი დანაშაული აღარ განმეორდეს და გაზარდოს ნდობა სახელმწიფოსა და არმიაში“ - განცხადა იბრაიმ კალინმა.



მსგავსი ინფორმაციები