ერდოღანმა ოპოზიციის ლიდერებიც მიიწვია იენიკაფის მიტინგზე

მიტინგი 7 აგვისტოს გაიმართება

542662
ერდოღანმა ოპოზიციის ლიდერებიც მიიწვია იენიკაფის მიტინგზე

პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მიიწვია კვირისათვის, სტამბოლის იენიკაფის მოედანზე დაგეგმილი დემოკრატიის დაცვის მიტინგზე, რომლითაც 15 ივლისის აქეთ დაწყებულ ასეთ მიტინგებს ბოლო წერტილი დაესმება.

ამავე ცნობით ერდოღანმა იენიკაფის მიტინგზე მიწვეულ სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის, AK Parti-ს ლიდერ ბინალი ილდირიმს, ოპოზიციურ რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერ,  CHP-ს ლიდერ ქემალ ქილიჩდაროღლუს და ეროვნული მოძრაობის პარტიის, MHP-ს ლიდერ დევლეთ ბახჩელის 7 აგვისტოს გასამართ “დემოკრატიის დაცვისა და შეჰიდების ხსოვნის მიტინგზე“ სიტყვით გამოსვლის თხოვნითაც მიმართათ



მსგავსი ინფორმაციები