ჰაქქარიშიც 1 შეჰიდია

დაჭრილი 6 ჯარისკაცი შემდინლისში გადაიყვანეს

541753
ჰაქქარიშიც 1 შეჰიდია

როგორც განაცხადა ორდუს ოლქის გუბერნატორმა ირფან ბალქანლიოღლუმ, მესუდიეს რაიონის თოფჯამის პოლიციის განყოფილებას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პკკ-ას ტერორისტებმა, რის შედეგადაც შეჰიდი გახდა 3 ჯარისკაცი, 2 კი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ორდუს სახელმწიფო საავადმყოფოში.

მისივე თქმით, ამ თავდასხმის შემდეგ გაქცეული ტერორისტების შესაპყრობად ძალოვანებმა რეგიონში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს.

ჰაქქარის ოლქის შემდინლის რაიონშიც წარმოიშვა შეტაკება თურქ ჯარისკაცებსა და პკკ-ას ტერორისტებს შორის რის შედეგადაც აქ 1 ძალოვანი დაიღუპა, 6 დაიჭრა, რომლებიც შემდინლის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტერორისტების დასაკავებლად აქაც ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები