ისმაილ ქაჰრამანმა გოლბაშის პოლიციის სპეცდანიშნულების განყოფილება მოინახულა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა გოლბაშის პოლიციის სპეცდანიშნულების განყოფილება მოინახულა

540396
ისმაილ ქაჰრამანმა გოლბაშის პოლიციის სპეცდანიშნულების განყოფილება მოინახულა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა გოლბაშის პოლიციის სპეცდანიშნულების განყოფილება მოინახულა. ქაჰრამანმა გადატრიალების მცდელობის ღამეს დაღუპული პოლიციელების გამო სამძიმარი გამოთქვა, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თურქეთის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის და  ქვეყანაში ძმობა და ერთობა ისევ გაგრძელდება. მისი თქმით, დამტკიცდა, რომ ეროვნული ნება თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლის ეკუთვნის და არა შეიარაღებულ ძალას, რომელიმე პიროვნებას ან თანამოაზრეთა ვიწრო ჯგუფს და დაამატა: „თურქეთმა მთელ ერთან ერთად გადატრიალება აღკვეთა, ერმა გადატრიალება დაამარცხა, ქვეყნიდან, სადაც ხელში იარაღის ამღები გადატრიალებას ახდენდა, გადავიქეცით ქვეყნად, რომელმაც  დემოკრატია გაითავისა და გადატრიალებას კარები მიუხურა.“

ისმაილ ქაჰრამანმა ასევ აღნიშნა, რომ კატასტროფული ვითარება შეიქმნა, მაგრამ აღიკვეთა. ამის აღკვეთაში დიდი წვლილი, მცდელობა, შრომა, თავგანწირვა მიუძღვის პოლიციას და ყველას მიმართ  მადლიერებით არიან აღსავსენი.



მსგავსი ინფორმაციები