საგარეო უწყებამ 88 თანამშრომელი დაითხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებული ორი ელჩის ჩათვლით ცენტრში მყოფი 88 პიროვნება სამინისტროდან დაითხოვეს

539713
საგარეო უწყებამ 88 თანამშრომელი დაითხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებული ორი ელჩის ჩათვლით ცენტრში მყოფი 88 პიროვნება სამინისტროდან დაითხოვეს.

მევლუდ ჩავუშოღლუმ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს დაბომბილი გოლბაშის სპეცდანიშნულების ნაწილის მონახულებისას, სადაც 50 ადამიანი დაიღუპა, მინისტრმა განცადა, რომ საჭიროა ამ მოღალატეებმა სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ შეაღწიონ.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უშიშროებისა და სათანადო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციების შესაბამისად ფეტულას ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) ბრძოლის ფარგლებში მუშაობას აგრძელებენ.

„ჩვენ ყველა ნაბიჯს ყურადღებით ვდგამთ. შევქმენით კომისია. ვაგრძელებთ ამ მუშაობას. ისე ჩანს, რომ კიდევ არსებობენ პირები, რომელთაც მომდევნო დღეებში სამინისტროს ჩამოვაშორებთ.“

მისივე თქმით, სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენელი საზღვარგარეთ გასვლას შეეცადა, FETÖ-ს გამოძიების გამო კაზანში თურქეთის საკონსულოს ერთი თანამშრომელი იაპონიაში გაიქცა.

მინისტრმა დასძინა, რომ ყველა ქვეყენას უყვებიან და მომავალშიც მოყვებიან რამდენად სახიფათოა ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია.


საკვანძო სიტყვები: #საგარეო საქმეთა სამინისტრო

მსგავსი ინფორმაციები