პრემიერმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ The Guardian-ს

“პუტჩისტები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან“

538178
პრემიერმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ The Guardian-ს

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ გაზეთ The Guardian-ს და თქვა, რომ თურქეთს და ამერიკას მრავაწლიანი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ, ამიტომაც არა ჰგონია, რომ ვაშინგტონმა ფეტულაჰ გულენის მხარე დაიჭიროს და არ მოახდინოს მისი ექსტრადაცია.

თურქი პრემიერის ეს ინტერვიუ   The Guardian-ის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა და მასში იგი ხაზს უსვამს, რომ 15 ივლისის ღამეს  თურქი ხალხის და მის მიერ არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, ამიტომაც პუტჩის დაწყებისთანავე ხალხს თავისი მომავლის და თავისი ხელისუფლების დაცვისაკენ მოუწოდეს.

“ხალხმა და პოლიციამ დიდი ერთგულება გამოიჩინეს და ერთობლივად დაიწყეს პუტჩისტების განიარაღება და დაკავება. პირველსავე დაკითხვებზე პუტჩისტები ბულბულებივით ალაპარაკდნენ და თქვეს, რომ კარგა ხანია რაც ემზადებოდნენ სამხედრო გადატრიალების მოწყობისათვის. როცა მათ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი გაიტაცეს, სცადეს მისი დაკავშირება პუტჩის ლიდერ ფეტულაჰ გულენთან, რომელიც თავის მხრივ გენერლის გადაბირებას შეეცდებოდა, მაგრამ, აქარმა არც ლაპარაკი ისურვა პუტჩისტებთან და არც მათი უხვი დაპირებები მიიღო“, განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ გულენი ამერიკის ქალაქ პენსილვანიაში ცხოვრობს, ამიტომაც თურქ ხალხს ეჭვი გაუჩნდა, ამერიკას ხელი ხომ არ ურევია ამ პუტჩშიო, მაგრამ, ამერიკა თურქეთის ძველ მოკავშირეს წარმოადგენს და ამიტომ არა გვგონია, რომ ვაშინგტონი პუტჩისტი გულენის გვერდზე დადგეს.

“ჩვენ გულენის ამ პუტჩში მონაწილეობის თაობაზე შედგენილი საქმე ამერიკისათვის ჯერ არ გაგვიგზავნია და უმოკლეს დროში გავაგზავნით რა, მისი მიღების შემდეგ ამერიკას რაიმე ეჭვი აღარ დარჩება და ალბათ უარს ვეღარ გვეტყვის მის გადმოცემაზე“, აღნიშნა ილდირიმმა.

პრემიერი პუტჩის ღამეს უნიფორმაში გადაცმული ფეტულაჰის ტერორისტების ქცევასაც ეხება და ამბობს, რომ ისინი ხალხს მიზანში იღებდნენ და ისე ესროდნენ, დაბომბეს პარლამენტი, პრეზიდენტის და პრემიერის რეზიდენციები, უშიშროების სამმართველო და სხვა კრიტიკული ნაგებობები, ამიტომაც ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან   

 



მსგავსი ინფორმაციები