გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 7 სამხედრო დააკავეს

მარმარისში მყოფი პრეზიდენტის სასტუმროზე მოწყობილ იერიშში მონაწილე და შემდეგ გაქცეული კიდევ 7 სამხედრო დააკავეს

537345
გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 7 სამხედრო დააკავეს

ფეტულას ტერორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის  (FETÖ/PDY)-ს მხრიდან 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს მარმარისში მყოფი პრეზიდენტის სასტუმროზე მოწყობილ იერიშში მონაწილე და შემდეგ გაქცეული კიდევ 7 სამხედრო დააკავეს.

მუღლა-მარმარისის დამაკავშირებელ გზაზე 7 პიროვნების მიერ ავტომობილების შეჩერების თაობაზე შესული ინფორმაციის საფუძველზე უსაფრთხოების ძალებმა ოპერაცია დაიწყეს.  

7 ეჭვმიტანილი, რომელთა შორისაც საბრძოლო-სამძებრო სამაშველო დანაყოფის მაიორი თანერ ბერბერიცაა, უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს.

მარმარისში სასტუმროზე თავდასხმაში მონაწილე 36 სამხედროდან 19 მალევე დაკავეს. გაქცევაში მყოფი დარჩენილი 10 მეაბოხე სამხედროს დასაკავებლად ოპერაცია გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები