ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ ტელეარხ France 24-ს

“დაზვერვის და გენშტაბის უფროსები არ გადადგებიან“

535695
ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ ტელეარხ France 24-ს

პრეზიდენტმა ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ ტელეარხ France 24-ს და თქვა, რომ მართალია 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს სისუსტე გამოიჩინეს ეროვნული დაზვერვის სამსახურშიც და შეიარაღებული ძალების გენ შტაბშიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა არც ერთი უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან არ გადადგება, რადგან, “არ შეიძლება ცხენის გამოცვლა მდინარეზე გადასვლის დროს“. თუმცა, მისივე თქმით ამ ორივე პირის საკითხს პრემიერთან ერთად დეტალურად განიხილავენ.

“დაზვერვის სამსახურების სისუსტე დაფიქსირდა საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის და აშშ-ში მომხდარი ტერაქტების დროსაც და არც ამ ქვეყნებში გადაუყენებიათ თანამდებობებიდან დაზვერვის უფროსები“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

იგი შეეხო ფეტოს ტერ ორგანიზაციის გაწმენდის საკითხსაც და თქვა, რომ ყველა სახელმწიფო-ორგანიზაცია დაწესებულებას გაწმენდენ ფეტულაჰელებისგან, რომლებიც აგერ უკვე 40 წელია რაც კიბოსავით მოედვნენ ქვეყანას და ყველგან უსამართლობას და უკანონობას სჩადიან.



მსგავსი ინფორმაციები