იბრაჰიმ კალინი TRT სიენენ თურქი

პრეზიდენტის მრჩეველი იბრაჰიმ კალინი ესტუმრა TRT ჰაბერის და სპორტული მაუწყებლობის უფროსს იაშარ თაშქინ ყოჩს

535084
იბრაჰიმ კალინი TRT სიენენ თურქი

პრეზიდენტის მრჩეველი იბრაჰიმ კალინი ესტუმრა TRT ჰაბერის და სპორტული მაუწყებლობის უფროსს იაშარ თაშქინ ყოჩს, სადაც აღნიშნა, რომ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ხალხის გმირული შემართებით იქნა დაძლეული.

 "ერმა, ტერორისტული გადატრიალების მცდელობა დიდ დემოკრატიულ ტრიუმფად გადააქცია, ჩაკლა და დაასამარა“-თქვა კალინმა და დაამატა, მოღალატე პუტჩისტებმა სნაიპერებით მოკლეს ადამიანები. სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული PKK-ს და ყველანაირი ტერორისტული ორგანიზაციის გაწმენდას შეძლებს თურქეთი. პუტჩისტების მთავარი მიზანი იყო პრეზიდენტ ერდოღანის მოკვლა, მაგრამ იმ ღამეს ერდოღანის ხალხისადმი მოედნებზე გასვლის მოწოდებამ შესცვალა მდგომარეობა.  

 იბრაჰიმ კალინის ცნობით, იმ მომენტში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ პრეზიდენტის პირადი მესიჯი მეტად მნიშვნელოვანი იყო. თვითონ კი, კონტაქტები დაამყარა TRT-ში მომუშავე მეგობრებთან. შეიტყო TRT-ს შენობის დარბევა. ყველანაირი შესაძლებლობის გამოყენებით ფეიტაიმის საშუალებით დაამყარეს კონტაქტები, რასაც მოჰყვა ხალხის ტალღის მოზღვავება მოედნებზე.

 საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დისკუსიების შესახებ კი, თქვა, რომ ევროპაშიც არიან სახელმწიფოები, სადაც ტერ-აქტების შემდეგ საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ. გაიხსენა საფრანგეთის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.  საფრანგეთისთვის არავის უთქვია ირღვევა ადამიანის უფლებები, აირევა ქვეყანა და ა.შ. ახლა ნურც თურქეთის შესახებ იტყვიან მას. ამას ამბობენ ევროპის გასაგონადაც. ბელგიის, ბრიუსელის მხრიდანაც იყო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა.  

თურქეთი მას განახორციელებს  კანონის უზენაესობის ფარგლებში და იგი არ მოახდენს ზეგავლენას ნორმალურ ცხოვრებაზე. სახელმწიფო ყველაფერს იღონებს დამნაშავეების დასჯისთვის-თქვა კალინმა და აღნიშნა, რომ როცა საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, დემოკრატიის დასაცავად ყოყმანზე საუბარი ზედმეტია.

ტერ-ორგანიზაცია ფეტოს ლიდერის ფეთულაჰ გულენის ექსტრადაციასთან დაკავშირებით კი, თქვა:-მოსამართლეები არ არიან არც თვითონ და არც აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გასამართლების და გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს ვალია. ამიტომ მოითხოვენ დამნაშავის თურქეთისთვის გადაცემას.  

უკვე საკმაო მტკიცებულება გააჩნიათ გულენის, ეჭვმიტანილის სახით დასაბრუნებლად. ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გულენი არ არის ამერიკის მოქალაქე და ამის გამგონე ადამიანები დასვამენ კითხვას, რატომ იცავს ამერიკა მას?  

თურქეთის შეიარაღებული ძალების, ეროვნული თავდაცვის სამინიტროსთან გაერთიანების შესახებ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ საუბარია საზოგადოებრიობაში, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ არის რაიმე მუშაობა არც მთავრობაში და არც პრეზიდენტის რეზიდენციაში. საჭიროა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შეჟონილი ტერორისტი ფეტოელების გამოყოფა და გაწმენდა. არმიის კვლავ სამშობლოს, ერის სამსახურში ჩაყენება. ისიც დაამატა, რომ მომხდარის გამო შეშფოთებულები არიან სარდლებიც და ამას ადასტურებს მათი განცხადებები. დამნაშავეები მიიღებენ სათანადო სასჯელს, მათთან დაკავშირებით ადმინისტრაციული და სამართლებრივი სამუშაოები უკვე დაწყებულია თქვა იბრაჰიმ კალინმა.



მსგავსი ინფორმაციები