ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქვეყნის დიდი ეროვნული მეჯლისის ცერემონიების დარბაზში

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქვეყნის დიდი ეროვნული მეჯლისის ცერემონიების დარბაზში

535544
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქვეყნის დიდი ეროვნული მეჯლისის ცერემონიების დარბაზში

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქვეყნის დიდი ეროვნული მეჯლისის ცერემონიების დარბაზში, სადაც განაცხადა: „არ მინდოდა ისე მომხდარიყო, რომ ჩვენი ეს შეხვედრა დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს დანგრევისათვის მომხდარი შეიარაღებული მცდელობის შემდეგ გამართულიყო. სამწუხაროდ ეს ასეთი მცდელობის შემდეგ მოხდა. პარლამენტის შენობის დათვალიერებისას, როდესაც ვნახე რა მდგომარეობაშია მეჯლისი, შეიძლება ითქვას, რომ დიდი იმედგაცრუება განვიცადე. შეუძლებელია ამ ქვეყნის შვილი იყოს ის, ვინც ეს ჩაიდინა...  ჩვენს ქვეყანაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია ვიცოდით, დაიში ვიცოდით, PYD ვიცოდით, YPG ვიცოდით. ესენი ვიცოდით, თუმცა განმარტება განსხვავებული იყო. რას ამბობდნენ, „ესენი ამავდროულად რელიგიური ჯგუფი არიან, განათლებით არიან დაკავებულები, მათ იარაღთან საქმე არ აქვთ“. მათ იარაღთან საქმე სხვებისაგან ძალზედ განსხვავებულად აქვთ. ისინი ისეთი სულმდაბალნი, მოღალატე და უნამუსოები არიან, რომ ამ ერის მიერ გაღებული გადასახადებით, ამ ერის ფულით შეძენილი იარაღი, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტანკები, მძიმე შეიარაღებას ამ ერის წინააღმდეგ გამოიყენეს... კოორდინატები მოითხოვეს, მაგრამ ვერაფერი შესძლეს. კარგით მოხვედით და მეჯლისი დაბომბეთ, ეს ერის მეჯლისი.... თქვენ გადაწყვიტეთ ერის წარმომადგენლები, ერი დაგებომბათ. აი ამის გამო ეს თქვენი ძმა ხელში ტელეფონებით ტელევიზიებს დაუკავშირდა, რა დროსაც ჩვენ ერს მოედნებზე გამოსვლისაკენ მოვუწოდე, რის შემდეგაც 81 პროვინციაში ხალხი მოედნებზე გამოვიდა. ეს ის ნაბიჯი იყო, რომელი მათ ვერ გათვალეს და აქ განხორციელებული ის თავდასხმა იყო. ჩემს ერს ამას მოვუწოდებ, მეორე მითითებამდე მოედნებს ცარიელს ნუ დატოვებთ... (ფეტო) ეს ისეთი ვირუსია, რომელსაც მეტასტაზები აქვს. ის მთლინად უნდა ამოიძირკვოს, ზოგჯერ კი ეს ამოძირკვაც არ კმარა. შესაძლოა ისეთ ადგილზე იჩინოს თავი, სადაც არ ველოდებით. მაგრამ ჩვენ ეს მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რომ გზა მტკიცედ გავაგრძელოთ. ისინი თავს კარგად ნიღბავენ. ისინი ბუკალემუნზე უფრო უარსები არიან.“

ერდოღანმა ასევე მიმართ ინვესტორებსაც და განაცხადა: „ყველა ინვესტორს მოვუწოდებ, არ შეაჩეროთ ინვესტიციები, გზა ისევ ისე მტკიცედ გააგრძელეთ. ჩვენ როგორც სახელმწიფო, ინფრასტრუქტურებისა და სუპერსტრუქტურების ინვესტირებას არ შევაჩერებთ.“

 



მსგავსი ინფორმაციები