თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი, საგანგებო მდგომარეობა

მეჯლისმა, დაამტკიცა, სახელმწიფოში, 21.07.2016 წლიდან, 90 დღის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია

534563
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი, საგანგებო მდგომარეობა

თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა, დაამტკიცა, სახელმწიფოში, 21.07.2016 წლიდან, 90 დღის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.

461 ერის რწმუნებულის მონაწილეობით კენჭისყრაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 461 ხმით. პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, თავის მოხსენებაში, აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დემოკრატიის და ეროვნული ნების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა გამოვლენას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით გამოწვეული დანაკარგების ანაზღაურებას, სტრუქტურული პრობლემების გამოვლენას და საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას. მხოლოდ ასე მოხდება, წლების განმავლობაში სახელმწიფოში ჩაბუდებული FETÖ-ს ბანდების გაწმენდა და მათი სამუდამოდ დასამარება. სწორედ ამ მიზნით, მინისტრთა საბჭომ, გუშინდელ სხდომაზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სამი თვით საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილება მიიღო.

ვიცე პრემიერის ნუმან ქურთულუშის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პირობები ნორმალურად წარიმართება, საგანგებო მდგომარეობა დასრულდება ერთ, ანდა თვე ნახევარში.



მსგავსი ინფორმაციები