მხარდამჭერის მესიჯები თურქეთს

15 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის შეფერხების შემქმნელ თურქეთს, მხარდამჭერის მესიჯები მოსდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან

532520
მხარდამჭერის მესიჯები თურქეთს

15 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის შეფერხების შემქმნელ თურქეთს, მხარდამჭერის მესიჯები მოსდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

პრეზიდენტ რ.თ. ერდოაღანს ამ კონტექსტში, სატელეფონო საუბრები ჰქონდა თავის კოლეგებთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის ჩათვლით, გერმანიის სახელმწიფო კანცლერთან ანგელა მერკელთან, ინგლისის პრემიერთან ტერეზა მეითან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

 ლიდერებმა მიუღებლად მიიჩნიეს სახელმწიფო გადატრიალება და მხარდაჭერა გამოთქვეს არჩეული მთავრობისადმი.

ინციდენტი დაგმო აზერბაიჯანის სახელმწიფო ლიდერმა ილჰამ ალიევმა და მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. თანადგომა გამოუცხადა არჩეულ მთავრობას.

ირანის პრეზიდენტის რუჰანის ცნობით, არ შეიძლება გამართლებულად იქნას მიჩნეული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. თანადგომას უცხადებენ მთავრობას და მთელ თურქ ხალხს.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა გერმანიის სახელმწიფო კანცლერმა ანგელა მერკელმა. ინციდენტი დაგმო ინგლისის პრემიერმა ტერეზა მეიმ და მხარდაჭერა გამოთქვა ლეგიტიმური მთავრობისადმი. მიულოცა ერდოღანს და თურქ ხალხს გადატრიალების მცდელობის შეფერხებისთვის გამოჩენილი გამბედაობა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არ დაუშვებენ ნატოს წევრ ქვეყანაში, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს. მან, მხარი დაუჭირა არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას.



მსგავსი ინფორმაციები