ერდოღანი მერკელს და სტოლტენბერგს ტელეფონზე ესაუბრა

ერდოღანი მერკელს და სტოლტენბერგს ტელეფონზე ესაუბრა

532079
ერდოღანი მერკელს და სტოლტენბერგს ტელეფონზე ესაუბრა

ტერ-ორგანიზაცია, FETÖ-ს მხრიდან 15 ივლისს გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთისადმი მხარდაჭერები გრძელდება. ამ თვალსაზრით პრეზიდენტმა რ.თ. ეროღანმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის პრეს-ცენტრის ინფორმაციით ერდოღან-მერკელის სატელეფონო საუბრის დროს კანცლერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის გადატრიალების მცდელობა მიუღებელია. მან ასევე თურქეთში დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას თანადგომა განუცხადა.  ნატოს გენერალურ მდივანმა კი განაცხადა, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებში დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობის მიმართ გადატრიალების მცდელობა დაუშვებელია. სტოლტენბერგმაც,  მერკელის მსგავსად დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მყოფ მთავრობას თანადგომა გამოუცხადა.  



მსგავსი ინფორმაციები