იბრაჰიმ ქალინმა სრებრენიცას გენოციდი სირიის სამოქალაქო ომს შეადარა

იბრაჰიმ ქალინმა სრებრენიცას გენოციდი სირიის სამოქალაქო ომს შეადარა

529219
იბრაჰიმ ქალინმა სრებრენიცას გენოციდი სირიის სამოქალაქო ომს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ გლობალური საზოგადოება თუ სრებრენიცას გენოციდს არ გაიხსენებს ანალოგიური განმეორდება სირიის მიმართაც.  იბრაჰიმ ქალინმა „დეილი საბაჰი“-სთვის გამოსაქვეყნებელი „სრებრენიცადან, სირიამდე მიუღებელი გაკვეთილები“ სახელწოდების სტატია მოამზადა და განაცხადა, რომ გაეროსა და მსოფლიოს თვალწინ, განხორციელებული გენოციდიდან 21 წელი გავიდა. მისი თქმით სრებრენიცის მოვლენას, რომლის დროსაც 8 ათასზე მეტი ბოსნიელი მუსლიმანი იქნა მოკლული, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მხრიდან ებრაელების მიმართ განხორციელებულ გენოციდისგან არანაირი განსხვავება არ აქვს.

„მსგავსი ადამიანური ტრაგედია უკვე მეექვსე წელია სირიაში ხორციელდება. გაერო, ევროპა, აშშ და დანარჩენი მსოფლიო ამ ყველაფერს მხოლოდ თვალყურს ადევნებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელებულ სრებრენიცის გენოციდსა და დღეს სირიაში არსებული მდგომარეობის მსგავსება კი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს სახელით განხორციელებულ ტერორის წინააღმდეგ საერთო წარუმატებლობაა. სრებრებიცას გენოციდისგან და ბოსნიის ომისგან შესაბამისი გაკვეთილი თუ მივიღეთ? მას შემდეგ განხორციელებულ მოვლენებს და სამოქალაქო ომებს თუ გადავხედავთ, ამ კითხვას დადებით პასუხს ნამდვილად ვერ გავცემთ. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულების ოფიციალურად მონაწილე პირები  თუ წარსდგენ სასამართლოს წინაშე? ესეც პასუხგაუცემელი საკითხია.“ აღნიშნავს თავის სტატიაში იბრაჰიმ ქალინი. იგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის აღკვეთა ყველაზე კარგი გაკვეთილი იქნებოდა სრებრენიცაში მომხდარისგან მისაღებად.



მსგავსი ინფორმაციები