პრემიერი ბინალი ილდირიმი

მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც არ ფრიალებდეს თურქული დროშა

527468
პრემიერი ბინალი ილდირიმი

პრემიერი ბინალი ილდირიმი შეუერთდა აღორძინება განვითარების პარტიის პროვინციული სამმართველოს პოლიტიკური აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამას. თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც არ ფრიალებდეს თურქული დროშა. თურქეთი მეგობრად მიიჩნევს ყველა სახელმწიფოს. ამის შემდეგაც, უფრო განამტკიცებს მეგობრობას შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის მომიჯნავე სახელმწიფოებთან. მინიმუმამდე დაიყვანენ უთანხმოებებს.

რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის გაფართოებისთვის, ყველანაირ ღონისძიებას გაატარებენ.

პრემიერმა ისაუბრა რა ისრაელთან და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, გამოკვეთა რომ უფრო გააფართოებენ მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს. არავითარი  მიზეზი არ გააჩნიათ ურთიერთობა დაარღვიონ მეზობელ ერაყთან, სირიასთან, ეგვიპტესთან. მაგრამ უამრავი მიზეზი აქვთ უფრო გააფართოვონ კონტაქტები.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის ირგვლივ კი, აღნიშნა, რომ მათ უპირველეს ამოცანად ითვლება ტერორის კონტროლის ქვეშ მოქცევა სახელმწიფოში და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება. არ საჭიროებენ ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევას. ნურავინ შეეცდება დასვას კითხვა, რატომ არა აქვს დასასრული სამხედრო ოპერაციებს. იგი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება სეპარატისტი ტერორისტების მხრიდან უდანაშაულო ადამიანების, პოლიციელების და სამხედროების მკვლელობა. სანამ არ მოხდება სახელმწიფოს მოსახლეობის სრული უსაფრთხოების დაცვა-თქვა პრემიერმა.



მსგავსი ინფორმაციები