ანგელა მერკელმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს ინტერვიუ მისცა

მან თურქეთთან მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა

527151
ანგელა მერკელმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს ინტერვიუ მისცა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ ტელე არხ ZDF-ს ინტერვიუ მისცა და ევროპაში მიგრანტებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან ასევე თურქეთის მხრიდან მიგრანტებისათვის გაწეულ დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თურქეთისადმი ტვირთის შესამსუბუქებლად საჭიროა მას შესაბამისი დახმარება გაეწიოს. მერკელმა ინტერვიუს დროს ევროპაში მიგრანტების საკითხის მოსაგვარებლად თურქეთთან მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა. კანცლერმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერდოღანთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. მერკელმა ტელეარხ ZDF-ს ინტერვიუს დროს ასევე გასულ თვეში გერმანიის ფედერალურ პარლამენტში ე.წ. სომხური გენოციდის აღიარების შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ საკითხთან დაკავშრებით განსხვავებული პოლიტიკური ხედვები არსებობს, ამიტომ საჭიროა მხარეებს შორის სამომავლო კონსულტაციები გაგრძელდეს.



მსგავსი ინფორმაციები