ქალინმა შეფასება მისცა ნატოს სამიტს და მის შედეგებს

“ამერიკის მიდგომა PYD-სადმი სტრატეგიულადაც არასწორია და ტაქტიკურადაც“

526527
ქალინმა შეფასება მისცა ნატოს სამიტს და მის შედეგებს

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა შეფასება მისცა რა ნატოს სამიტს და მის შედეგებს, თქვა, რომ ამერიკა სამწუხაროდ პკკ-ას მსგავსად ტერორისტულად არ აღიარებს სირიაში მოქმედ ქურთულ შეიარაღებულ ფორმირება PYD-ს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის.

“ამერიკის მიდგომა PYD-სადმი სტრატეგიულადაც არასწორია და ტაქტიკურადაც, რადგან იგი ეწინააღმდეგება როგორც სირიაში შექმნილ მდგომარეობას, ასევე თურქეთის ეროვნულ ინტერესებთანაც შეუსაბამობაშია. ამერიკის მხრიდან ასეთი მიდგომა კი სირიელ ქურთებსაც ათამამებს, რადგან, ლეგიტიმურობას გრძნობენ და ასე გათამამებულები სირიის ჩრდილოეთში ავტონომიის შექმნასაც ცდილობენ. მოკლედ ამერიკის ასეთი ფორმულირება, ე.ი.ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გამო PYD-ს ტერორისტულად არ აღიარება ანკარის მხრიდან მიუღებელია“, განაცხადა ქალინმა და ხაზი გაუსვა რომ, თურქეთის ეს შეშფოთება ერდოღანმა ვარშავაში ნატოელ მოკავშირეებსაც აცნობა.

ქალინი თურქეთისადმი შენგენის ზონაში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ თურქეთი, როგორც ევროკავშირის ოფიციალურად კანდიდატი ქვეყანა, დიდი ხანია ელოდება უვიზო რეჟიმს, მაგრამ, ზოგიერთი ქვეყნები ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიან, რათა თურქ მოქალაქეებს არ მიეცეთ ვიზები.

“ამჟამად თურქეთ-ევროკავშირის ტექნიკური დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება და თურქებს უვიზო მოგზაურობის უფლება მიეცემათ“, აღნიშნა ქალინმა  



მსგავსი ინფორმაციები