პრეზიდენტი და პრემიერი ბაღდადში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურნენ

ბაღდადში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა, 190 კი დაშავდა

523488
პრეზიდენტი და პრემიერი ბაღდადში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურნენ
bağdat saldırı.jpg
başbakan yıldırım.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში მომხდარი ორმაგი ტერაქტი, რომლის შედეგადაც 200 ადამიანი დაიღუპა, 190 კი დაშავდა, მკაცრად დაგმო. ერდოღანმა დაღუპულების ოჯახებს და ერაყელ ხალხს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ როგორც ყოველთვის ახლაც ერაყის ხალხთან გვერდში დგომას გააგრძელებენ. „თურქეთი განსხვავებული რელიგიური მიმდევრების მიუხედავად ერაყელ ხალხს ერთ მთლიანობაში აღიქვამს. ერაყის ყველა მოქალაქეს საკუთარ ძმებივით აღვიქვამთ. ერაყში განხორციელებულ ტერაქტს ყველაზე კარგად თურქეთი გაიგებს. DEAŞ-ის სახელით ცნობილი სისხლის მღვრელი ტერ ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაშიც, 45 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  მთელი სულითა და გულით ვუსამძიმრებ ერაყელ ხალხს. ამ დაჯგუფებას ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს, იგი სამწუხაროთ ისლამს იყენებს. სინამდვილეში კი ისლამის და მუსლიმანების წინააღმდეგ იბრძვის,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი.

მეორეს მხრივ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმიც გამოეხმაურა და თავის ერაყელ კოლეგას ტელეფონზე დაუკავშირდა რა, მომხდარი დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა. ილდირიმმა ტელეფონზე საუბრის დროს ერაყის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დეაში „საერთო უბედურებად“ შეაფასა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა რა, მომხდარი დაგმო.  ერაყის მთავრობას კი ყოველგვარი თანამშრომლობის და დახმარების სიტყვა მისცა.  

ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.



მსგავსი ინფორმაციები