იბრაჰიმ ქალინმა თურქეთის ისრაელთან და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა შეაფასა

იბრაჰიმ ქალინმა თურქეთის ისრაელთან და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა შეაფასა

523735
იბრაჰიმ ქალინმა თურქეთის ისრაელთან და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქეთის ისრაელთან და რუსეთთან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები გაზეთ დეილი საბაჰისთვის გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან სტატიაში შეაფასა. მისი თქმით ზემოთ ხსენებულ ორივე ქვეყანასთან გადადგმული ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დასადგურებას შეუწყობს ხელს. ქალინის თქმით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, თურქეთის ტურიზმის და ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს და სირიის კრიზისთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით ამ მოვლენებით ტერ ორგანიზაცია დეაში ძალიან შეწუხდა. ამით ქალინმა სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე გაამახვილა ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები