ევროკავშირმა 33-ე თავის განხილვა დაიწყო

ევროკავშირმა 33-ე თავის განხილვა დაიწყო

521503
ევროკავშირმა 33-ე თავის განხილვა დაიწყო
çavuşoğlu-çelik-ağbal.jpg

თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში დღეს თურქეთ-ევროკავშირს შორის 33-ე, საფინანსო და საბიუჯეტო დებულებების, ქვეთავის განხილვა დაიწყო რა,  ეს იქნება ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში გახსნილი მეორე ქვეთავი. ბოლოს თურქეთ-ევროკავშირს შორის ეკონომიური და მონეტარული პოლიტიკის 17-ე ქვეთავი იქნა განხილული. 33-ე ქვეთავის გახსნით  თურქეთთან გახსნილი ქვეთავების რაოდენობა 16-ს მიაღწევს.  ბრიუსელში სამთავრობოთაშორის კონფერენციას   თურქეთის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და მთავარი მომლაპარაკებელი ომერ ჩელიქი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ და ფინანსთა მინისტრი ნაჯი აღბალი ესწრებიან.  კონფერენცია ორი დღის წინ სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულების ხსოვნისადმი საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. კონფერენციას ევროკავშირის სახელით ევროკავშირის როტაციული თავჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი  და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კუნდერსი და ევროკომისარი იოჰან ჰანი დაესწრნენ.  კონფერენციის დაწყებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს. ჩავუშოღლუმ ასევე ამ კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ:  „გვსურს, რომ ყველაფერი გაირკვეს. ერთობლივი გადაწყვეტილებებით გვინდა შედეგს მივაღწიოთ. ეს კონფერენცია ასევე უვიზო მიმოსვლის და რეადმისიის  საკითხის თვალსაზრისითაც ძალზედ მნიშვნელოვანია.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები