თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა დარეგულირდა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანდასწრებით ერდოღანს ტელეფონით ბოდიში მოუხადა

519961
თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა დარეგულირდა

თურქეთ-ისრაელს შორის ბოლო დროს დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერა. შეთანხმებას თურქეთის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა  ფერიდუნ სინირლიოღლუმ, ხოლო ისრაელის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა დორე გოლდმა მოაწერეს ხელი.  ამ  ხელმოწერილ შეთანხმებას თურქეთის და ისრაელის პარლამენტში დაამტკიცებენ და ორივე ქვეყანაში ელჩები დაინიშნება.  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2010 წლის 31 მაისს ისრაელის სამხედროების მხრიდან საერთაშორისო წყლებში თურქულ საქველმოქმედო გემ,  „მავი მარმარაზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული 9 თურქი აქტივისტის შემდეგ დაიძაბა. ამის შემდეგ 2013 წელს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანდასწრებით ერდოღანს ტელეფონით ბოდიში მოუხადა.



მსგავსი ინფორმაციები