რეფერენდუმის შედეგები ანკარამაც შეაფასა

“ბრიუსელმა იზოლაციონიზმს თავი უნდა დაანებოს“

517729
რეფერენდუმის შედეგები ანკარამაც შეაფასა

პრემიერმა ილდირიმმა შეფასება მისცა რა ინგლისის რეფერენდუმის შედეგებს, თქვა, რომ ევროკავშირმა ამისგან კარგი გაკვეთილები უნდა მიიღოს, იზოლაციონიზმს თავი უნდა დაანებოს და უფრო ფართოდ უნდა გაუღოს კარები მასში გაწევრიანების მსურველებს.

“მე მაინც მჯერა, რომ ევროკავშირი ამის მერე კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო მიმზიდველი გახდება“, განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, როცა თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და განხილვები მთლიანად დასრულდება, ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ და საბოლოო სიტყვას თურქი ხალხი იტყვის.

“რა პასუხიც არ უნდა გამოვიდეს რეფერენდუმიდან, ის იქნება ყველაზე სამართლიანი პასუხი და ჩვენც მას შევასრულებთ“, აღნიშნა პრემიერმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით კი ინგლისის რეფერენდუმის შედეგი მოულოდნელი და სიურპრიზული იყო ყველასათვის.

“ახლა ისეთი დრო დადგა, რომ კარგად ჩანს, ევროკავშირი უფრო მეტად საჭიროებს თურქეთს, ვიდრე თურქეთი ევროკავშირს“, ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ



მსგავსი ინფორმაციები