რ. თ. ერდოღანი MÜSİAD-ის ტრადიციულ იფთარს დაესწრო

რეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, სტამბოლის ჰალიჩის კონგრეს ცენტრში გამართულ დამოუკიდებელ მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის MÜSİAD-ის ტრადიციულ იფთარს დაესწრო

509834
რ. თ. ერდოღანი MÜSİAD-ის ტრადიციულ იფთარს დაესწრო

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, სტამბოლის ჰალიჩის კონგრეს ცენტრში გამართულ დამოუკიდებელ მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის MÜSİAD-ის ტრადიციულ იფთარს დაესწრო. სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში, სირიაში, პალესტინაში, მიანმარში ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანებს კლავენ, აწამებენ. შეტაკებებს გამოქცეული მილიონობით მუსლიმი სხვადასხვა ქვეყანაში რთულ პირობებში ცდილობს თავის გადარჩენას.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვა ყოველდღიურად იმედის კვალდაკვალ მიმავალი ასობით ადამიანისათვის საფლავი ხდება და დაამატა: „აფრიკაში ჩვენ ძმებს მარხვის გასახსნელად სუფთა წყალი და ერთი ლუკმა საკვებიც არ აქვთ. დიახ, ბარაქა მაშინ მრავლდება, როცა პარტნიორი მრავლდება. რამაზანის ამ სიმართლით გავლა ყველა ჩვენთაგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება. ჩვენ როგორც ერსა და ქვეყანას არ გაქვს უფლება ზურგი ვაქციოთ მსოფლიოში ტანჯულსა და გაჭირვებულს. ჩვენს ქვეყანაში მყოფ საჭიროების მქონე ადამიანებთან ერთად სირიელ და ერაყელ სტუმრებსაც უნდა მოვუაროთ. ისინი, მათი სიცოცხლე და მათი მომავალი ჩვენ გვაბარია. მჯერა, რომ MÜSİAD-ის წევრი ყველა საქმოსანი ჩვენს სტუმარს პატრონობს.“

რ. თ. ერდოღანის თქმით, დევნილთა ერთი ნაწილი კარვების, მეორე კი კონტეინერების ქალაქებში განასახლეს. მისივე  თქმით, მათი სურვილია ყველა ემიგრანტი კონტეინერში ცხოვრობდეს და ეს თურქეთისთვის მომგებიანი იქნება.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #იფთარი

მსგავსი ინფორმაციები