ერდოღანმა დასავლეთი მკაცრად გააკრიტიკა

ერდოღანი  სტამბოლის საბაჰათინ ზაიმის სახელობის უნივერსიტეტის 2015-2016 აკადემიური წლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

504955
ერდოღანმა დასავლეთი მკაცრად გააკრიტიკა

ერდოღანი  სტამბოლის საბაჰათინ ზაიმის სახელობის უნივერსიტეტის 2015-2016 აკადემიური წლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

თურქეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ე.წ. სომხური ბრალდებების მხარდამჭერი გერმანია და დასძინა, რომ თურქეთს მიმართ მთელს მსოფლიოში კაცობრიობისათვის გაკეთებულის საქმეების გამო მადლიერებას იჩენენ და დაამატა: „აფრიკის რომელ რეგიონშიც არ უნდა ჩავიდეთ, თავი ზემოთ გვაქვს აწეული. კონტინენტის მცხოვრებნი ჩვენ დიდი სიხარულით გვხვდებიან, რადგანაც კონტინეტის არც ერთ ქვეყანაში არ გვაქვს კოლონიალიზმით დალაქული წარსული. კოლონიალიზმს რომ თავი დავანებოთ, აღმოსავლეთ აფრიკას, განსაკუთრებით ევროპელი კოლონიალისტების წინააღმდეგ რთულ ბრძოლაში, ჩვენი წინაპრები ამ რეგიონის ხალხს  ყველა შესაძლებლობით ეხმარებოდა. ჩვენი წინაპრები ზოგჯერ არმიას აგზავნიდნენ, ზოგჯერ თავიანთ მფარველობაში აჰყავდათ, ზოგჯერ კი მალულად ეხმარებოდა.“

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღეს ის ქვეყნები, რომლებიც თურქეთს ადამიანის უფლებებს ასწავლიან, აფრიკის კონტინენტზე მათი ისტორია სისხლით, ცრემლებით და მასობრივი მკვლელობებითაა სავსე.

 „დღეს დასავლურ დედაქალაქებში ბრწყინვარე ფარდა რომ გადასწიოთ, მის უკან მილიონობით აფრიკელის ტრაგედიასა და ცრემლს დაინახავთ. ბერლინის, პარიზის, ბრიუსელის მდიდრული ტროტუარების ქვეშ აფრიკელთა სული, სისხლი, შრომა და ოფლია ჩაფლული. ამ პერიოდის გასასამართლებლად გამოყენებული „მოდერნიზაცია“, „ცივილიზაცია“ და მსგავსი მცნებები არ არის საკმარისი ჩადენილი მკვლელობების დასაფარად....... ჩვენი ისტორია მკვლელობების ისტორია არ არის. ჩვენი ისტორია შებრალების და თანაგრძნობის ისტოისაა ჩვენს შორის განსხვავება ეს არის“ - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი განცხადებით თურქეთში დაახლეობით 100 ათასი სომეხი ცხოვრობს, მათი ნახევარი მოქალაქეა ნახევარი არა და როგორც სირიიდან, ერაყიდან ჩასულებს მასპინძლობენ სომხეთიდან ჩასულებსაც ისე მასპინძლობენ ქვეყანში. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი რომ სომხების მტრები ყოფილიყვნენ ყველა მათგანს სომხეთში უკან გააბრუნებდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #დასავლეთი

მსგავსი ინფორმაციები