ერდოღანის აფრიკული ტურნე გრძელდება

თურქეთის პრეზიდენტი აფრიკის ტურნეს დღეს საღამოს დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება

503549
ერდოღანის აფრიკული ტურნე გრძელდება
erdoğan somali'de.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღმოსავლეთ აფრიკაში ტურნეს განაგრძობს. ერდოღანი უგანდასა და კენიის შემდეგ სომალიში ჩავიდა.   სომალიში თურქეთის ახალი საელჩო მან თავის სომალელ კოლეგასთან ერთად გახსნა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში   განაცხადა, რომ თურქეთს ამჟამად აფრიკის 39 ქვეყანაში აქვს საელჩო გახსნილი და სურთ რომ, დარჩენილ ქვეყნებშიც გახსნან. თურქეთის პრეზიდენტმა  თავის სომალელ კოლეგასთან პირისპირი შეხვედრის  დასრულების შემდეგ დელეგაციების ფორმატშიც ჩაატარა შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტი აფრიკის ტურნეს დღეს საღამოს დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება.



მსგავსი ინფორმაციები