თურქების აქცია ბერლინში

თურქების აქცია ბერლინში

499693
თურქების აქცია ბერლინში

გერმანიის პარლამენტის მხრიდან 1915 წლის მოვლენების, ანუ ოსმალეთის მიერ სომხების მიმართ თითქოს და გენოციდის განხორციელების აღიარების მზადება ქვეყანაში მცხოვრებმა თურქებმა გუშინ დედაქალაქ ბერლინში გააპროტესტეს. აქცია გერმანიაში მოქმედი თურქული საზოგადოებების ეგიდით გაიმართა, რომლებიც თურქეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის და  აღმოსავლეთ თურქისტანის დროშებით გამოვიდნენ და „გენოციდი არ ჩაგვიდენია, ჩვენ მხოლოდ სამშობლო დავიცავით,“ და „დიდება თურქეთს“ სლოგანებს გაიძახოდნენ. მათ ასევე „გერმანიის პარლამენტო სიძულვილის დანაშაულს ნუ ჩაიდენ,  გერმანიის პარლამენტი სასამართლო არ არის, არა თურქების მიმართ სიძულვილს, პოლიტიკოსები მოსამართლეები არ არიან, თურქეთ-გერმანიის მეგობრობას ნუ დააზარალებთ,“ წარწერების ბანერებით გამოვიდნენ.   გერმანიაში მოქმედი თურქულ-აზერბაიჯანული კავშირის პრეზიდენტმა, ჰაქქი ქესკინმა აქციის შესახებ  განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 2 ივნისს გერმანიის პარლამენტი 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების  მიღებას აპირებენ რაც მათთვის ყოვლად მიუღებელია და  ყველა ბრალდებას უარყოფენ.  



მსგავსი ინფორმაციები