ერდოღანი და ილდირიმი დიაბაქირში ჩავიდნენ

მათ დაგმეს ტერორისტების ძალადობები

499564
ერდოღანი და ილდირიმი დიაბაქირში ჩავიდნენ

პირველად თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ქალაქ დიარბაქირს ერთად ეწვივნენ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ახალი პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, რომლებმაც აქ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე საწარმოს გასხსნის ცერემონიალში.

აქ წარმოთქმულ სიტყვაში ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაგმო ამერიკის მხრიდან სირიული ქურთული დაჯგუფება PYD-YPG-ს ტერ ორგანიზაციად არ აღიარება და მათდამი გაწეული სამხედრო დახმარებები.

“ძალიან საწყენია, რომ ჩვენი მოკავშირე ამერიკა ყველანაირ სამხედრო დახმარებას უწევს სირიელ ქურთებს, როცა ისინი პკკ-ასგან არაფრით განსხვავდებიან“, განაცხადა ერდოღანმა და ამავე დროს ტერორისტებს დანებებისკენ და განიარაღებისკენ მოუწოდათ.

აქვე სიტყვით გამოსულმა პრემიერმა ილდირიმმაც მთავარი ყურადღება ანტიტერორისტულ ოპერაციებს დაუთმო და ხაზი გაუსვა, რომ ქურთი ტერორისტების სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ ამ ბრძოლას



მსგავსი ინფორმაციები