მერქელის და ერდორანის შეხვედრა

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერქელს, ორშაბათს, 23 მაისს, სტამბოლში მიიღებს პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი

494827
მერქელის და ერდორანის შეხვედრა

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერქელს, ორშაბათს, 23 მაისს, სტამბოლში მიიღებს პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლმა სტეფან სიბერტმა, ფედერალური პრეს-კონფერენციის ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ანგელა მერქელი, გაეროს, მსოფლიო ჰუმანიტარული დღის აღსანიშნავ სამიტზე მონაწილეობისთვის ეწვევა სტამბოლს. ორმხრივ შეხვედრას ჩაატარებს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანთან.  

ძირითადი განხილვის თემა იქნება ლტოლვილთა საკითხი.  სიბერტის განცხადებით, მერქელი შეხვდება ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც.

კითხვის პასუხად შეხვდება თუ არა იგი, AK პარტიის გენერალური თავჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულ ბინალი ილდირიმს, აღნიშნა, რომ არ არის ასეთი შეხვედრა გათვალისწინებული.

ერის რწმუნებულთა ხელშეუხებლობის შესახებ კითხვაზე, სიბერტმა აღნიშნა, რომ ყველანაირი დემოკრატიის სტაბილურობისთვის, პარლამენტში უნდა იყოს ყველა საზოგადოებრივი დაჯგუფების წარმომადგენელი.

კითხვას, შექმნის თუ არა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის შეფერხებას თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გადაწყვეტილებები თქვა:-თურქეთ-ევროკავშირს შორის განხილვები შედეგების ინფორმირებით მიემართება. ფედერალური კანცლერი ყოველთვის დაიცავს ამ მიდგომას. ევროკავშირის სახელმწიფოები კი, თურქეთში განვითარებული მოვლენების მიხედვით განსაზღვრავენ თავიანთ დამოკიდებულებას.  



მსგავსი ინფორმაციები