მარდინის დაბა ნუსაიბინში დაღუპულ სამხედროთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

მარდინის დაბა ნუსაიბინში დაღუპულ სამხედროთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

487289
მარდინის დაბა ნუსაიბინში დაღუპულ სამხედროთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

მარდინის დაბა ნუსაიბინში პპკ-ს ტერორისტების მეირ დაგებული ასაფეთქებლების აფეთქების შედეგად 3 დაიღუპა.

აბდულკადირფაშას უბანში უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებული ოპერაციის დროს, ერთ-ერთი სახლის კონტროლისას მასში დამონტაჟებული ასაფეთქებელი აფეთდა, რის შედეგადაც 5 სამხედრო დაშავდა. სამი სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა, დაჭრილი ორი სამხედროს მკურნალობა კი გრძელდება.

ოპერაციების დროს ტერორისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი ერთი სამხედროს გადარჩენა ყველა სახის სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა.   

ამავდროულად ნუსაიბინში მიმდინარე ოპერაციები 6 უბანში გააქტიურდა. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ამ უბნებში მდებარე 2500-ზე მეტი სახლი შეამოწმეს.

ოპერაციის შედეგად ტერორისტები მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე არიან დარჩენილები. 



მსგავსი ინფორმაციები