თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეაშის სირიის თუღჰალის რეგიონში მდებარე პოზიციები დაბომბა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის სირიის თუღჰალის რეგიონში მდებარე პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 63 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

482363
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეაშის სირიის თუღჰალის რეგიონში მდებარე პოზიციები დაბომბა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის სირიის თუღჰალის რეგიონში მდებარე პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 63 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ოპერაცია, რომლის დროსაც ჰაუბიცა „ფირტინა“ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა იქნა გამოყენებული, ტერორისტების კილისზე სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.

ადანაში მდებარე ინჯირლიქის საჰაერო ბაზიდან აფრენილმა შეიარაღებულმა ოთხმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეები, რომელთა კოორდინატებიც დაზუსტებული იქნა, სრულად გაანადგურა.

ოპერაციის დროს ტერორისტების კუთვნილი 6 სატრანსპორტო საშუალება და 5 ცალი საცეცხლე წერტილი გაანადგურეს.


საკვანძო სიტყვები: #დეაში , #თურქეთი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები