ერდოღანი თურქი და არაბი მეცნიერების კონგრესის დახურვაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ისლამურ ქვეყნებში არსებული პესიმისტური სურათის შესაცვლელად მათ თვითკრიტიკისაკენ მოუწოდა

481026
ერდოღანი თურქი და არაბი მეცნიერების კონგრესის დახურვაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ისლამურ ქვეყნებში არსებული პესიმისტური სურათის შესაცვლელად მათ თვითკრიტიკისაკენ მოუწოდა.

სტამბოლში თურქ და არაბ მეცნიერთა კონგრესის დახურვაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ თვალთმაქცობას, რომელთა ერთადერთ სიწმინდეს თავისი კეთილდღეობა წარმოადგენს, ვინც ხელოვნური საზღვრებით ხელოვნურ პრობლემებს ქმნის და  მათ, ვინც დემოკრატიას რეგიონის ქვეყნებისათვის ფუფუნებად მიიჩნევს, გამოააშკარავებენ, თუმცა ამის გაკეთებისას საჭიროა არ იქნას დავიწყებული თვითკრიტიკა.   

პრეზიდენტმა ერდოღანმა ისლამურ ქვეყნებს განათლების სფეროში თანამშრომლობისაკენ მოუწოდა  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ჩათვლით საჭიროა განათლების ყველა ეტაპზე თანამშრომლობა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა დასავლეთში ინტელექტის მიგრაცია და დაამატა: „საკუთარ ქვეყნებში გზის გადაღობვის გამო იძულებულები არიან აშშ-სა და ევროპაში გადავიდნენ საცხოვრებლად. გარეთ წასულები იმ პირებად დაგვიბრუნდნენ, რომელთაც საკუთარი ფასეულობების რცხვენიათ. ინტელექტის მიგრაცია ჩვენი საწინააღმდეგო გამოდგა.“


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #კონგრესი

მსგავსი ინფორმაციები