ერდოღანმა ხორვატიის ისლამური კავშირის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანმა ხორვატიის ისლამური კავშირის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

480080
ერდოღანმა ხორვატიის ისლამური კავშირის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ხორვატიის  ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ისლამური კავშირის მიერ ხორვატიაში ისლამის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშრებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საუკუნეების განმავლობაში ხორვატიაში მუსლიმანები მშვიდ გარემოში ცხოვრობდნენ.   მან ასევე დასძინა, რომ ხორვატიის მხრიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც ხვა მრწამსის მიმდევრების, ასევე მუსლიმანების პრობლემებიც მოგვარდა. „დღეისათვის ნათლად ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მუსლიმანები არამედ სხვა რელიგიის მიმდევრები ხორვატიაში თავისუფლად ცხოვრობენ და თავიანთი რელიგიის ღვთისმსახურებებსაც დაუბრკოლებლად ასრულებენ. ეს არა მხოლოდ ისლამის, არამედ ყველა რელიგიის და კულტურის მთავარი მიზანია,“ განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე ერთად ცხოვრებისათვის ტოლერანტობაზე და დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ საზოგადებაში ტოლერანტობა და დიალოგი იქნება, მაშინ ყოველგვარი პრობლემის მოგვარებაც გაადვილდება.  მან ასევე ბოლო 13 წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრებ სხვადასხვა მრწამსის მიმდევრების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ როგორც მუსლიმანებს ასევე ქრისტიანებს და იუდეველებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი მრწამსის მიხედვით იცხოვრონ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში მსგავსი პოლიტიკა სამომავლოდაც გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები