დავუთოღლი დღეს კატარში მიემგზავრება

27-28 აპრილისთვის გათვალისწინებული ვიზიტის ფარგლებში, დავუთოღლი შეხვდება კატარის ემირს თამიმ ბინ ჰამად ალი სანის...

479246
დავუთოღლი დღეს კატარში მიემგზავრება

პრემიერი აჰმედ დავუთოღლი დღეს კატარში მიემგზავრება.

პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის განცხადებით, 27-28 აპრილისთვის გათვალისწინებული ვიზიტის ფარგლებში, დავუთოღლი შეხვდება კატარის ემირს თამიმ ბინ ჰამად ალი სანის, პრემიერ მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეიხ აბდულლაჰ ნასირ ბინ ჰალიფე ალ სანის.

განიხილება თურქეთ-კატარის ურთიერთობები,  რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენები.

აჰმედ დავუთოღლი შეხვედრებს ჩაატარებს კატარის მრეწველ-საქმოსნებთან, მოინახულებს სახელმწიფოში განლაგებულ თურქეთის სამხედრო გაერთიანებებს.

კონფერენციას ჩაატარებს კატარის უნივერსიტეტში.



მსგავსი ინფორმაციები