23 აპრილის, ეროვნული სუვერენიტეტის და  ბავშვთა დღესასწაულთან დაკავშირებით მესიჯები

ჩვენ ვენდობით ბავშვებს და ახალგაზრდების დიდი იმედები გვაქვს. 23 აპრილი ეს არის დემოკრატიის, ეროვნული ნებისყოფის ყველაზე აშკარა გამოხატულება

476715
23 აპრილის, ეროვნული სუვერენიტეტის და  ბავშვთა დღესასწაულთან დაკავშირებით მესიჯები

23 აპრილის, ეროვნული სუვერენიტეტის და  ბავშვთა დღესასწაულთან დაკავშირებით, გავრცელდა სახელწიფოს პიკის მესიჯები.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა:-„ჩვენ ვენდობით ბავშვებს და ახალგაზრდების დიდი იმედები გვაქვს. 23 აპრილი ეს არის დემოკრატიის, ეროვნული ნების ყველაზე აშკარა გამოხატულება. გვწამს, რომ თურქეთის ამაღლება მოხდება ახალგაზრდების მეშვეობით, მათი დინამიზმით, ბრწყინვალე მომავლით, ნათელი გონებით განხორციელდება 2023, 2071 წლების მიზნებისთვის მიღწევა. 1920 წლის 23 აპრილის სულიერი გამოძახილის, ეპოქისთვის საჭირო ცოდნის დონემდე მიტანით მოხდება თურქეთის შენება“.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა თქვა:-„თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი არის ეროვნული ნებისყოფის ერთად-ერთი გამოვლინება, საუკუნოვანი გამოცდილებით და პასუხისმგებლობით, 96 წლის პროცესში დაამტკიცა, რომ გააჩნია ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტის უნარი“

პრემიერმა აჰმედ დავუთოღლიმ კი, ისტორიის გარდატეხის წერტილი უწოდა 1920 წლის 23 აპრილს და აღნიშნა, რომ ამ დროს მოხდა შიდა საკითხების მოწესრიგება, საზღვარგარეთში ავტორიტეტის განმტკიცება. თურქეთი, ძლიერ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის განაგრძობს ცივილიზაციის გზით  სვლას.  მთავარი მიზანია ბავშვებისთვის უფრო ლამაზი მომავლის დატოვება. ისინი არიან ქვეყნის ერთად-ერთი იმედები.



მსგავსი ინფორმაციები