ევროკომისიამ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

თურქეთის მოქალაქეების ევროსაბჭოს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ ანგარიში 4 მაისისთვის იქნება მზად

475501
ევროკომისიამ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ თურქეთთან მიღწეული 18 მარტის შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ ამ საკითხში მნიშვნელოვანი შედეგი მიიღეს. ევროკომისიამ თურქეთ-ევროკავშირის რეადმისიის საკითხში მიღწეული შეთანხმების შესახებ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნახსენებია, რომ 18 მარტის შეთანხმების შემდეგ თურქეთიდან ეგეოსის ზღვის გავლით არალეგალი მიგრანტების ევროპაში შესვლა მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე ანგარიშს ივნისის თვეში გამოაქვეყნებს, ხოლო თურქეთის მოქალაქეების ევროსაბჭოს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ ანგარიში 4 მაისისთვის იქნება მზად.



მსგავსი ინფორმაციები