ქურთი ტერორისტების მონანიება

“პკკ-ამ ჩვენ მოგვატყუა“

473891
ქურთი ტერორისტების მონანიება

ჰაქქარის ოლქის იუქსეკოვას რაიონში თურქ ძალოვანებს დანებებულმა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ტერორისტებმა აღიარეს, რომ ისინი პკკ-ლებმა მოატყუეს და თავიანთი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს, რის გამოც ახლა დიდი სინანულს გამოთქვამენ.

“ჩვენ დავანგრიეთ ჩვენივე ქურთების სახლები, ზოგიერთები გადავწვით, მათ ქვეშ გვირაბები გავიყვანეთ, ყოველ ნაბიჯზე ნაღმები და ბომბები ჩავაწყვეთ, რასაც მრავალი მშვიდობიანი ქურთი მოქალაქე შეეწირა.

მოკლედ, ჩვენ ჩვენსავე ქურთებს უდიდესი ზიანი მივაყენეთ პკკ-ას მაღალჩინოსნების მითითებებით, როცა მათ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს და ახლა დანებებულები უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, რადგან PKK-ას სხვა წევრები აუცილებლად გაგვანადგურებდნენ.

აქედან ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქურთებს მოვუწოდებთ, სანამ გვიანი არ არის, განიარაღდნენ, ჩაბარდნენ თურქ ძალოვანებს და ასე სიცოცხლე მაინც შეინარჩუნონ“, განაცხადეს დაკითხვაზე მყოფმა პკკ-ას წევრებმა



მსგავსი ინფორმაციები