ZDF-ის არხმა ერდოღანს ბოდიში მოუხადა

ZDF-ის არხმა ერდოღანს ბოდიში მოუხადა

466881
ZDF-ის არხმა ერდოღანს ბოდიში მოუხადა

ZDF-ს არხმა ერდოღანს ბოდიში მოუხადა

გერმანიაში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ სატელევიზიო არხის ZDF-ის ერთ-ერთ პროგრამაში თითქოსდა ლექსის წაკითხვის მიზნით უხამსი ბრალდებების გამოყენების გამო არხმა ბოდიში მოიხადა. აღნიშნულმა სატელევიზიო არხმა ამ ფაქტის შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათ არხზე გასული საკამათო პროგრამა ინტერნეტშიც იქნა წაშლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნახვა შესაძლებელი აღარ იქნება. მეორეს მხრივ მაინცის პროკურატურამ გერმანელი კომიკოსის და ტელეწამყვანის ჟან ბოჰმერმანის ჩათვლით 20 ადამიანის წინააღმდეგ „სახელმწიფო მეთაურის მიმართ შეურაცყოფის“ ბრალდებით სასამართლო პროცესი დაიწყო. გერმანიის კანონმდებლობის 103 მუხლის მიხედვით უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურისათვის შეურაცყოფის მიყენება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმავე მუხლის სხვა თავის მიხედვით შესაძლებელია, რომ ეს სასჯელი ხუთ წლამდე გაიზარდოს.



მსგავსი ინფორმაციები