ერდოღანმა თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრი და მეჩეთო გახსნა

ერდოღანმა თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრი და მეჩეთო გახსნა

463547
ერდოღანმა თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრი და მეჩეთო გახსნა

ერდოღანმა თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრი და მეჩეთო გახსნა

გუშინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს მარილანდის პროვინციაში თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრის და მეჩეთის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ერდოღანმა იქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "სამწუხაროა რომ, როგორც ამერიკაში ასევე მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმანების მიმართ დამოკიდებულება უარყოფითია. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლადგახსნილი ცენტრი ამ შეხედულებას გააქარწყლებს. ტერორიზმს რწმენა, ეროვნება, რასა და წარმომავლობა არ გააჩნია. ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ განხორციელებული ტერაქტების მუსლიმანებთან გაიგიავება ყოვლად დაუშვებელია." თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დასავლეთი ტერორიზმის მიმართ ტენდენციური დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი გაიხსენა, რა ტერაქტის განმხორციელებელი თურქეთმა დაიჭირა და ბელგიას გადასცა რა, მათ იგი გაანთავისფლეს. ერდოღანმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების მხრიდან ისლამოფობიური განცხადებებიც გააკრიტიკა. თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიალს სხვადასხვა მრწამსის და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცენტრში ასევე მეჩეთიც არის რომელიც 16-ე საუკუნის ოსმალეთის არქიტექტურის მიხედვით იქნა აგებული. მეჩეთში ერთდროულად 3000 ადამიანს შეუძია ღვთისმსახურება შეასრულოს. თურქულ-ამერიკული კულტურის ცენტრში ასევე ისლამური ხელოვნების მუზეუმი და ისლამის კვლევის ცენტრიც არის განთავსებული.



მსგავსი ინფორმაციები