ერდოღანმა CNN-ს ინტერვიუ მისცა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები ტერორიზმთან ბრძოლას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ამ კუთხით თურქეთი მარტო დატოვეს.

462289
ერდოღანმა CNN-ს ინტერვიუ მისცა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები ტერორიზმთან ბრძოლას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ამ კუთხით თურქეთი მარტო დატოვეს.

ბირთვულ სამიტზე დასასწრებად ამერიკაში მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა CNN International-დან კრისტიან ამანპურს სპეციალური ინტერვიუ მისცა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროპის მრავალი ქვეყნა ტერორის საფრთხეზე აქცენტს არ აკეთებს და ტერორიზმს სათანადოდ არ ებრძვიან.

მან გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებმაც ტერორისტულ ორგანიზაცია დეაშს გავრცელების უფლება მისცეს და დაამატა, რომ განსაკუთრებით თავისი ქვეყნებიდან ჩასული ტერორისტების საკითხზე ევროპა პასუხიმგებლობას რაც ეკისრება არ ასრულებს. მისი თქმით, მსგავს უყურადღებობას ჰქონდა ადგილი ბელგიელი უფლებამოსილების მხრიდან ბრიუსელში ტერაქტის მომწყობი იბრაჰიმ ალ ბაკრაუის საკითხზე და დაამატა: „მოვუწოდებთ ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი პოზიცია დაიკაონ. დასავლურმა ქვეყნებმა მარტო დაგვტოვეს. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლამ ჩვენი მოლოდინი არასოდეს გაამართლა“.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლური ქვეყნები ისლამს სწორად ვერ იგებენ და ისიც კი არ ესმით რა არის ჯიჰადი.

მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის მტკიცე ბრძოლას ტერორის წინააღმდეგ და დაამატა, რომ ამგვარ სიმტკიცეს ელოდებიან დასავლური ქვეყნებისგანაც.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #CNN , #CNN International , #ინტერვიუ

მსგავსი ინფორმაციები