თურქეთის ავიახაზებმა ბრიუსელის რეისები კვლავ გააუქმა

მგზავრებს, რომლებსაც ფრენები გაუუქმდათ 31 მარტამდე, ბილეთის თანხები ყოველგვარი დაქვითვის გარეშე უკან დაუბრუნდებათ.

460133
თურქეთის ავიახაზებმა ბრიუსელის რეისები კვლავ გააუქმა

თურქეთის ავიახაზებმა, THY-მ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაუქმებული ფრენების ვადა კვლავ გადასწია. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ აღნიშნული აეროპორტის მიმართულებით ყველა ფრენები გაუქმდა. იმ მგზავრებს, რომლებსაც ბრიუსელის მიმართულებით ჰქონდათ ბილეთები ნაყიდი, მათ როტერდამის, ამსტერდამის, დუსელდორფის ან კიდევ კიოლნის მიმართულებით შეუძლიათ შეცვალონ ბილეთები. ხოლო იმ მგზავრებს, რომლებსაც ფრენები გაუუქმდათ 31 მარტამდე, ბილეთის თანხები ყოველგვარი დაქვითვის გარეშე უკან დაუბრუნდებათ.



მსგავსი ინფორმაციები