ანტიტერორისტულ ოპერაციას კიდევ ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

ანტიტერორისტულ ოპერაციას კიდევ ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

457740
ანტიტერორისტულ ოპერაციას კიდევ ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

ქალაქ შირნაქში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას კიდევ ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა. მარდინის დაბა ნუსაიბინში კი ტერორგანიზაცია პკკ-ს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა.

დიჯლეში ოპერაციის დროს პკკ-ს ტერორისტების მიერ აფეთქებული ხელნაკეთი ბომბის შედეგად უსაფრთხოების 4 თანამშრომლის დაიჭრა, რომელთა მკურნალობა გრძელდება. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული საჰაერო ოპერაცია ჩაატარა და ჰუკურში, ჰაფთანში, ავაშინში და ბასიანში მდებარე ბანაკები დაბომბა.

მარდინსა და შირნაქში ჩატარებული ოპერაციების შედეგად კი 10 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ჰაქქარის დაბა იუქსექოვაში ტერორისტების მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებლის დასამზადებლად გამოყენებული შენობა აღმოაჩინეს. განადგურებული იქნა 2 ტონა ამონიუმის ნიტრატი და 3 ათასი მეტრის მავთული.

ქალაქში ასევე ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს უშიშრობის შენობასა და მასწავლებელთა სახლზე. მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილების დასაკავებლად დაწყებულია ოპერაცია.

ქალაქ ბატმანში კი ტერორისტებმა სკოლის შენობას ბომბი ესროლეს, რის შედეგადაც შენობის კარები და მინები ჩაიმსხვრა.



მსგავსი ინფორმაციები