ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ანკარაში პირველი განცხადება გააკეთეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ანკარაში პირველი განცხადება გააკეთეს

455865
ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ანკარაში პირველი განცხადება გააკეთეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ანკარაში პირველი განცხადება გააკეთეს.

ევროკავშირის საკითხების მინისტრმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ვოლკან ბოზქირმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და ბელგიას მიუსამძიმრა.

ბოზქირმა ამგვარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ევროპას ერთობლივი ქმედებებისაკენ მოუწოდა და დაამატა: „ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ვეღარც ვამბობთ მართალი რომ ვიყავით. არც ერთმა ქვეყანამ ეს არ უნდა თქვას. მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ამ პრობლემებს მხოლოდ ასე თუ გადავლახავთ.“

თურქმა მინისტრმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

ვოლკან ბოზქირის განცხადებით, ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მიგრაციის წყარო სირიაა და საჭიროა სირიის საკითხის სასწრაფო მოგვარება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ბელგია , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები