ფაცის მერია და İHH სომალიში ჭაბურღილებს გათხრიან

ფაცის მერია და İHH სომალიში ჭაბურღილებს გათხრიან

453985
ფაცის მერია და İHH სომალიში ჭაბურღილებს გათხრიან

ფაცის მერია და İHH სომალიში ჭაბურღილებს გათხრიან

თურქეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ თურქეთი ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან წინაა. ქურთულმუშმა გუშინ თურქეთის მუნიციპალიტეტიდან ფაცის მერიასა და ადამიანის დახმარების ფონდს (İHH) შორის სომალიში ჭაბურღილების გათხრის შეთანხმების ცერემონიალს დაესწრო. მან იქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "თურქეთი 2014 წელს ნომინალური ღირებულებების თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა მაგრამ თუ შემოსავლების მიხედვით შევაფასებთ იგი პირველ ადგილზეა. თურქი ხალხი ძალიან ქველმოქმედია მას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ქველმოქმედება აქვს გაწეული." ვიცეპრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომალიში ფაცის მერიის მხრიდან ჭაბურღილების გათხრა ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც სამომავლოდ ამ ორ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის საწინდარიც შეიძლება გახდეს. მან ასევე განაცხადა, რომ აფრიკელები ევროპიდან ჩასულ ყველა თეთრკანიანს კოლონოალიზმის მიზნით ჩასულად მიიჩნევენ, მაგრამ თურქებმა ეს აზრი შეაცვლევინა, რადგან ისინი იქ მხოლოდ თანადგომის და ქველმოქმედების მიზნით ჩადიან.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #სომალი , #ჭაბურღილი

მსგავსი ინფორმაციები