მარდინში შეჰიდი გახდა 1 პოლიციელი

ანტიტერორისტული ოპერაციები მარდინში მიმდინარეობს

453509
მარდინში შეჰიდი გახდა 1 პოლიციელი

თურქი ძალოვანები აგრძელებენ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციებს. დღეს მარდინის ოლქის ქალაქ ნუსაიბინში პკკ-ას მილიტანებმა რაკეტა ესროლეს პოლიციის ჯავშანტრანსპორტიორს, რის შედეგადაც 1 პოლიციელი შეჰიდი გახდა, 3 კი დაიჭრა.

მარდინის დერიქის რაიონში ძალოვანებმა 2850 კგ ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს, რომლებისგანაც ხელნაკეთ ბომბებს ამზადებენ, ხოლო ამის პარალელურად 7 ეჭვმიტანილი ტერორისტებისადმი მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

ქალაქ ქირშეჰირში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით კი 6 კაცი დააპატიმრეს და მათგან 2 ქურთული პარტია HDP-ს ხელმძღვანელებს წარმოადგენენ



მსგავსი ინფორმაციები