ანკარამ და ბრიუსელმა შეთანხმებას მიაღწიეს

ახლა შეთანხმების ტექსტი ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას წარედგინება

453590
ანკარამ და ბრიუსელმა შეთანხმებას მიაღწიეს


დღეს, ბრიუსელში ჩატარებულ თურქეთ-ევროკავშირის სამიტზე, ანკარის მხრიდან არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარების საკითხში წარდგენილი წინადადებები ბრიუსელმა ფაქტიურად მიიღო.

როგორც განაცხადა ევროსაბჭოს თავჯდომარემ დონალდ ტუსკმა, ანკარის მხრიდან წარმოდგენილ შეთანხმების ტექსტს ახლა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას წარუდგენენ.

ტექსტის მიხედვით ანკარა მომავალი თვის ბოლომდის შეასრულებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობისათვის საჭირო კრიტერიუმებს და ივნისიდან გადავლენ უვიზო მოგზაურობაზე. თურქეთის მხრიდან დაწყებულ პროექტს ევროკავშირი 1 კვირის განმავლობაში დააფინანსებს, რის სანაცვლოდ ანკარა რეად მისიის ხელშეკრულების განხორციელებას, ე.ი. არალეგალების მიღებას 2-3 დღეში დაიწყებს.

გარდა ამისა, მიღწეული შეთანხმებით ევროკავშირში სრული გაწევრიანების მიზნით მხარეებს შორის 33-ე ქვეთავში (ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები) განხილვები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება



მსგავსი ინფორმაციები